Страницы

среда, 26 октября 2011 г.


ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში
ვაჟა-ფშაველას (1861-1915) სახლ-მუზეუმი ჩარგალში (დუშეთის რაიონი)
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის საფონდო ერთეულთა რაოდენობა შეადგენს 2000-ზე მეტს.
მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე
შესასვლელი ბილეთის ფასი – ყველა ტიპის დამთვალიერებლებისთვის – 0,25 ლ., საექსკურსიო მომსახურება -0,25 ლ.

Комментариев нет:

Отправить комментарий