ვაჟა-ფშაველა:
ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერი ოჯახში ქალის მნიშვნელობაზე…
დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ისტორიაში, ცხოვრებაში. კაცობრიობა შესდგება სხვა და სხვა ერებისაგან, ერები ცალკე ოჯახებისაგან, ხოლო საძირკველი პირველისა, მეორისა და მესამისა არის პიროვნება ცალი ადამიანი, რამდენადაც მათი შემადგენელი ადამიანები არიან სრულნი, ამაღლებულნი, განვითარებულნი და ბედნიერნნი, იმდენადვე ამაღლებულია ოჯახი, ოჯახის გარეშე-ერი, ერის გარეშე-კაცობრიობა. თავი და თავი, მაშასადამე, ოჯახის გონივრულად მოწყობა უნდა ვაღიაროთ, ხოლო ოჯახში უფლობს დედაკაცი.
დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში როგორც დიდზე, ასევე პატარაზე. შვილების პირველი დაწყებითი აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დედის ხელთაა. დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღბეჭდილი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს სიკეთისა, დიაღ, ესმოდესს დედაკაცსს შვილი როგორ აღზარდოს შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში. რა აზრები გაავრცელოს და რას ემსახუროს ვინაიდან მას შეუძლია დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.
როგორც დღეს, ისე მომავალში დედაკაცი უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს დიდს, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს.
ბრძნული გამონათქვამები
- ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება -- მოვლენათა მიზეზების ძიებაა.
- ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.
- ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე არა ვარგაო, იმასა.
- აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა
- ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
- მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას.
- განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
- ყვავილი ყვავილთან ჰყვავის.
- სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება.
- თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.
Комментариев нет:
Отправить комментарий